“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიაზე თავდასხმა ხალხის შესაშინებლად დაგეგმა.
მისივე თქმით, ეს არის რუსული მმართველობის ფორმა.
“ოცნებას” უნდა ამ პროტესტის გატეხა, რომელიც ქვეყანაშია. შიშის გამო ხალხი აღარ გამოვიდეს ქუჩაში. ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმის მმართველობა, რომელიც ერთ-ერთში ჰგავს რუსულს, განსხვავება მხოლოდ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ ამ ქვეყანაში.
იმდენად დახურული სისტემაა არ ვიცით შიგნით რა ხდება. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ სისტემა ინგრევა, ეს ბოლო დღემდე არ იქნება ცნობილი. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ხალხის მიზანდასახულობა არ გაქრება, პროტესტი არ შენელდება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.