spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა ის ადამიანი აგებს პასუხს, ვინც ამ ოქმს ხელს მოაწერს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სხდომაზე დღეს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოქვეყნდეს

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ყველა ის ადამიანი აგებს პასუხს, ვინც ამ ოქმს ხელს მოაწერს.

“სხდომა მიმდინარეობს, შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოქვეყნდეს. ესენი არიან, ჩვეულებრივი კრიმინალები, ცესკოს აქვს მიღებული მონაწილეობა არჩევნების მიტაცებაში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად განსაკუთრებული როლი შეასრულეს. საბოლოო ჯამში, ყველა ის ადამიანი აგებს პასუხს, ვინც ამ ოქმს ხელს მოაწერს. პროტესტი მიმდინარეობს, ეს პროტესტი გაგრძელდება, რადგან ისტორიული დღეა და ბევრმა ჩათვალა, რომ აქ უნდა მდგარიყო და მეც ვდგავარ აქ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები