spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – როგორც იქცევიან, ძალიან ნათლად ჩანს, რომ პანიკაში არიან

ერთი რამ ყველასთვის ცხადია, მათ შორის, მათი ამომრჩევლისთვისაც ცხადია, რომ ივანიშვილი მაშინ გამოდის სცენაზე, როცა ძალიან უჭირს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 60%-ზე “ოცნებისგან” საუბარი არის ბოდვა.

“როგორც იქცევიან, ძალიან ნათლად ჩანს, რომ პანიკაში არიან. ჩვენც და მათაც იციან, რომ 60%-ზე საუბარი თავიდან ბოლომდე ბოდვა არის. ერთი რამ ყველასთვის ცხადია, მათ შორის, მათი ამომრჩევლისთვისაც ცხადია, რომ ივანიშვილი მაშინ გამოდის სცენაზე, როცა ძალიან უჭირს, სხვა შემთხვევაში, 9-ჯერ თქვა, რომ პოლიტიკიდან წავედიო, მაგრამ ისევ გამოჩნდა და ისევ ხმებს ეხვეწება ხალხს, როცა ძალიან უჭირს.

ახალი არაფერი არ არის, რასაც ის საუბრობს.  ამ ქვეყანაში აფხაზეთზე საუბარი მანამ, სანამ დევნილები არ დაბრუნდებიან, არის ერთადერთი თამაში – რუსეთის თამაში. ეს ნიშნავს აფხაზეთის წინასწარ აღიარებას და მერე საუბარს, რა პრობლემებიც არის. კონფედერაციას თავად არ ახსენებენ, მაგრამ ეს შალვა რამიშვილმა ახსენა. თუ კონფედერაციაზეა საუბარი, მანამ სანამ იქ დევნილები დაბრუნდებიან, ნიშნავს აფხაზეთის აღიარებას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მერე საუბარს იმაზე, ერთად გამოვა თუ არა რამე, რაც არის თამაში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები