spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია არის, ყოველ შემთხვევაში, ასეთი მკაცრი ტექსტი მე არ მახსოვს ევროპარლამენტს მიეღოს

ჩემი აზრით, საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია არის, ყოველ შემთხვევაში, ასეთი მკაცრი ტექსტი მე არ მახსოვს ევროპარლამენტს მიეღოს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დასასანქცირებელთა სიას ჯერ კიდევ აკლია სახელები და გვარები.

“ჩემი აზრით, კარგი სია არის, მათ შორის პირველად არის ოჯახი ფართო გაგებით ჩასმული. აქ არიან ოჯახის წევრები ჩასმული, რომლებიც მე არასდროს არ შემხვედრია არცერთი დასანქცირების ან სარეკომენდაციო სიაშიც კი.

პროპაგანდისტების ამ ორი ნაწილიდან, ჩემი აზრით, ვიღაცები აკლია. სახელს და გვარებს მე არ დავასახელებ, მაგრამ პროპაგანდისტების და ბიზნესმენების ნაწილში ვიღაცები აკლია. ჩემი აზრით, საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია არის, ყოველ შემთხვევაში, ასეთი მკაცრი ტექსტი მე არ მახსოვს ევროპარლამენტს მიეღოს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები