spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – სამ პრინციპული საკითხზე ვიმსჯელეთ, რაც ეხება საერთაშორისო საკითხებს

სამ პრინციპული საკითხზე ვიმსჯელეთ, რაც ეხება საერთაშორისო საკითხებს, – მის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არის დეტალები, რასთან დაკავშირებითაც არ ისაუბრებს, რადგან არის განსახილველი თემები, რომელთაც ხვალ განიხილავენ.

“სამ პრინციპული საკითხზე ვიმსჯელეთ, რაც ეხება საერთაშორისო საკითხებს, როგორ უნდა ჰქონდეს კოორდინაცია, სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ უნდა იყოს ეფექტური ეს კოორდინაცია. მეორე არის აქაური ლეგიტიმაციის არ მიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ და ეს სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს და მესამე საკითხი, აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით. დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები