spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – სანამ ვარსებობთ უნდა ვიბრძოლოთ

ხალხს გააზრებული აქვს, რომ სახლში ჯდომით გაიღვიძებს ქვეყანაში, სადაც აღარ იქნება კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, ეს ქვეყანა სად არის. ხალხს ესმის, რომ ეს ქვეყანა ხდება რუსეთი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსებს ივანიშვილის პირით აქვთ გაცხადებული, რომ ისინი აპირებენ ყველაფრის გაქრობას ქვეყნიდან და ამას ასრულებენ.

“ხალხს გააზრებული აქვს, რომ სახლში ჯდომით გაიღვიძებს ქვეყანაში, სადაც აღარ იქნება კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, ეს ქვეყანა სად არის. ხალხს ესმის, რომ ეს ქვეყანა ხდება რუსეთი და თუ რაიმე განასხვავებს ამ ქვეყანას რუსეთისგან არის სამი სახე, რაც დარჩა: კრიტიკული მედია, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. რუსებს ივანიშვილის პირით აქვთ გაცხადებული, რომ ისინი აპირებენ ამ ყველაფრის გაქრობას ქვეყნიდან და ამას ასრულებენ. ახლა არის ბრძოლის დრო. სანამ ვარსებობთ უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები