spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზურაბ ჯაფარიძე – შეფასების წერას დაიწყებენ თებერვალ-მარტში და მაღალი ალბათობით, იქნება ნეგატიური

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მაშინ, როცა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განიხილავდა, “ქართული ოცნება” მოლაპარაკებებს სახელმწიფო მეთაურების დონეზე ცდილობდა, რომ პირდაპირ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი. 

 

ჯაფარიძის თქმით, ამის შესახებ დასავლელმა პარტნიორებმა მას ბრიუსელში ვიზიტის დროს უთხრეს. 

 

“ისინი ხედავენ, რომ “ოცნება” ამ წუთის მდგომარეობით იყენებს სამ სტრატეგიას და პირდაპირ ღია ტექსტით გვითხრეს, რომ სამივე სტრატეგია განწირულია წარუმატებლობისთვის. ერთი ესაა ის, რომ ოცნება ცდილობს ისეთი პუნქტების შესრულებას, რომელიც მათთვის ნაკლებად პრობლემატურია, იმიტომ რომ, არ კარგავენ კონტროლს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და შესაბამისად ძალაუფლებას და ეს არ გაუვათ;

 

მეორე ისაა, რომ ისინი ეცდებიან ან უკვე ცდილობენ ვაჭრობას “ამდენ პუნქტს შევასრულებთ დანარჩენთან მიმართებაში დაძრული გვექნება” და ისინი ამბობენ – არა, 12-ვე პუნქტი უნდა იყოს შესრულებული და არც ერთ პუნქტზე თვალების დახუჭვა არ მოხდება;

 

მესამე ისაა, რომ რაც სცადეს უკვე – 17 ივნისის გადაწყვეტილებამდე “ოცნებამ” სცადა ჩვენ თავზე გადამხტარიყო და პირდაპირ უმაღლეს დონეზე სახელმწიფო მეთაურების დონეზე “დაელაგებინათ” სიტუაცია და ისე მიეღოთ სტატუსი და როგორც მაშინ აღმოჩნდა ეს მცდელობა წარუმატებელი, ამჯერადაც ეს წარუმატებელი აღმოჩნდება.

 

რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია არაერთხელ და უთხრეს, რომ ეს მტკნარი ტყუილია და არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ასე იქცეოდეს ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებენ, მათ შორის არანაირი ილუზია, რომ “ქართული ოცნებიდან” ვიღაცები მიდიან და ეს “ხალხის ძალა” არის დამოუკიდებელი ორგანიზმი, ევროპაში არავის არ აქვს, ზუსტად ესაა ერთი და იგივე, ესაა “ქართული ოცნება”.

 

ხაზი მინდა გავუსვა, რომ წლის ბოლოს, სავარაუდოდ, არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება. შეფასების წერას დაიწყებენ მომავალი წლის თებერვალ-მარტში და დაასრულებენ წლის ბოლოს და მაღალი ალბათობით ამ წუთის მდგომარეობით, ისეთ ტენდენციებს ხედავენ ისინი, რომ შეფასება იქნება ნეგატიური. მათ შორის ამის მიზეზი არის ის, რომ რიგ პუნქტებთან მიმართებაში ისინი ელოდებიან არა საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ დააკვირდნენ როგორ მუშაობს ეს საკანონმდებლო ცვლილებები, უნდა დაინახონ რეალურ ცხოვრებაში რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მოაქვს შედეგი, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტია დეოლიგარქიზაცია, დეოლიგარქიზაციაზე უბრალოდ კანონის მიღება არაა საკმარისი, საჭიროა დროში დაკვირვება, რომ ნახონ მოხდა თუ არა დეოლიგარქიზაცია და როგორც გვითხრეს, ამისთვის პრაქტიკაში დაკვირვებისთვის რჩება სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო, რადგან ბევრ პუნქტებთან მიმართებაში ოცნებას ნაბიჯი არ გადაუდგამს”, – განაცხადა ჯაფარიძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები