spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს

“გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარტიის სიებში მყოფ ხალხს ემუქრება, ამის გამო მოქალაქეები მათ სიაში ყოფნაზე უარს ამბობენ. 

 

“სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში. რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა სიიდან ამოღება, რადგან არ სურს რომ პრობლემა შეექმნას სამსახურში ან ზოგადად. ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე გასულ დღეებში. არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებია სიაში არსებული ბაზებიდან მათი ნებართვის გარეშე. გასაგები რომ იყოს: პარტიას სჭირდება სია ყველა საარჩევნო ოლქში ცალცალკე. სიის არ არსებობის შემთხვევაში, პარტია ვერ იღებს ხმას + იკარგება ოპოზიციური პარტიული ხმა + იზრდება ოცნების % ქვეყნის მასშტაბით არასოდეს აქამდე მაგავსი პრობლემა ჩვენთვის არ შეუქმნიათ, აშკარად ძალიან შეშინებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia არ გიშველით, მაინც გაგაუქმებთ”, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები