spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ვერ მოხდება ასეთი ტიპის შეთანხმება, სალომე ზურაბიშვილი მაგას ვერ იზამს

არ ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილს გააჩნია ისეთი პოლიტიკური წონა,  ეს კრიზისი საკუთარი ავტორიტეტით დაძლიოს, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული შერიგების პროცესის კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ხავსს  ეჭიდება  ყველა, ვინც ამ პროცესიდან რაიმე შედეგს ელოდება. 

 

“სალომე არის ის ადამიანი, ვინც ივანიშვილს ძალაუფლების რომელიმე წერტილს გამოგლეჯს ხელიდან? თუ ის არ არის ასეთი ადამიანი, მაშინ რაზე ვთანხმდებით, რომ მე და კობახიძე არ ვიჩხუბებთ? არც აქამდე გვიჩხუბია და არაფერი გვაქვს შესარიგებელი. 

 

მე მგონია, ხავსს ეჭიდება ყველა, ვინც შეიძლება ფიქრობდეს, რომ აქედან შეიძლება რამე გამოვიდეს.  ვიღაცებისთვის, იქ ბევრი ადამიანი იყო მისული, შეიძლება კარიერის პიკია, ფოტოს გადაიღებენ, შვილიშვილებს აჩვენებენ, რომ პრეზიდენტის სასახლეში ვიყავი, მნიშვნელოვანი ტიპი ვიყავი…. 
ვერ მოხდება ასეთი ტიპის შეთანხმება, სალომე ზურაბიშვილი მაგას ვერ იზამს.  სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ რაიმე ტიპის პროცესის მედიატორი გახდეს, ჯერ ისაა გასაკეთებელი, წინა პროცესზე რომ იქ მივედით და ნახევრად მედიატორის როლი მოირგო და  ქულები ჩაიწერა,  რომ გადაახია “ქართულმა ოცნებამ” თავზე მასაც, ჩვენც და ევროკავშირსაც, ჯერ მისი შეფასება გააკეთოს პირდაპირ და  დიპლომატიური ენის გარეშე.

 

ვიდრე “ოცნებას” ამ გადაგდებაზე არ გადაუხდია პოლიტიკური ფასი და სალომე ზურაბიშვილს არ გაუკეთებია სერიოზული შეფასება, მანამ ახალი პროცესი წამოიწყოს, ვის ჯერა ამის?”- განაცხადა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები