ზურაბ ჯაფარიძის პარტიაში „გირჩი-მეტი თავისუფლება“ აცხადებენ, რომ მჩხიბავს შსს-ზე ჯადო გააკეთებინეს. პარტიის წარმომადგენლები ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფებოდნენ.
პარტიაში აცხადებენ, რომ მჩხიბავი სტელა სტამბოლიდან ჩამოიყვანეს და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დაგეგმეს ჯადო.
“ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.
ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ.ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს”, – აცხადებენ პარტიაში.