ყველა პოლიციელს, ძალოვან უწყებას, საჯარო სამსახურსა და ქართულ სახელმწიფოს უთხრა, რომ ჯერ ითვალისწინებს გავლენას, პოლიტიკურ კონიუნქტურას და შემდეგ ქართველ ხალხს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მართლმსაჯულებას, – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თავის დროზე სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა საკუთარ სურვილს მორგებული კანონმდებლობით გირგვლიანის საქმეზე დამნაშავეების შეწყალება, ზურაბიშვილმა კი, უაპელაციოდ შეიწყალა პირი, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.
“სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს”- ირაკლი ღარიბაშვილი.
უფრო მეტიც, ფაქტობრივად გადაუარა სახელმწიფოს.
სააკაშვილი კანონებს აღებინებდა პარლამენტს და შემდეგ მის სურვილს მორგებულ კანონმდებლობას იყენებდა ხან ვინმეს დასასჯელად და ხანაც, სასურველი დამნაშავეების შესაწყალებლად. გირგვლიანის შემთხვევაშიც კი გარკვეული პერიოდი ვერ გაბედა დამნაშავეების შეწყალება.
ზურაბიშვილმა კი უაპელაციოდ, ერთ დღეში გაათავისუფლა მსჯავრდადებული, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩაიდინა მძიმე დანაშაული.
საქართველოს ფაქტობრივმა პრეზიდენტმა ყველა პოლიციელს, ძალოვან უწყებას, საჯარო სამსახურსა და ქართულ სახელმწიფოს უთხრა, რომ მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ჯერ ითვალისწინებს გავლენას, პოლიტიკურ კონიუნქტურას და შემდეგ ქართველ ხალხს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მართლმსაჯულებას!
სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქციელით, შეაფურთხა სახელმწიფოსა და თავმოყვარე ქართველ ხალხს!” – წერს ქადაგიძე.