აქ, ვინც ვდგავართ საზოგადოების მხოლოდ ნაწილს წარმოვადგენთ, სინამდვილეში, ჩვენს უკან დგას მილიონობით ადამიანი, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ქვეყნის არსებობის საკითხი დგას.
“აქ უბრალოდ ევროპული მომავალი კი არ დგას სასწორზე, არამედ აქ დგას ჩვენ ვიარსებებთ თუ არა, როგორც სახელმწიფო.
თუ რუსეთი, რუსული ოცნება და რუსული საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში მოახერხებს იმას, რომ შეუნარჩუნონ სახელმწიფო, მაშინ ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას, დავკარგავთ სუვერენიტეტს, რაც ნიშნავს ორ რამეს – ჩვენს უფლებას – ავირჩიოთ რომელი ხელისუფლებაც გვინდა და მეორე – ეს ნიშნავს იმას, რომ განვსაზღვროთ საგარეო ორიენტირი და მომავალი. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა.
აქ, ვინც ვდგავართ საზოგადოების მხოლოდ ნაწილს წარმოვადგენთ, სინამდვილეში, ჩვენს უკან დგას მილიონობით ადამიანი. დამერწმუნეთ, რომ ასჯერ მეტი ადამიანი თანაუგრძნობს იმ ხალხს, ვინც ყოველდღიურად გამოდის რუსთაველზე”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.