საკმარისია, 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ეს ასეც მოხდება, რომ ძალიან სწრაფად, ახალი მთავრობის პირობებში, მოხდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა და საქართველო მიიღებს უზარმაზარ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი პრინციპია, რომ მმართველობა შეიცვალოს და გადავიდეს ევროპულ დღის წესრიგზე.
“საკმარისია, 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ეს ასეც მოხდება, რომ ძალიან სწრაფად, ახალი მთავრობის პირობებში, მოხდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა და საქართველო მიიღებს იმ უზარმაზარ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას, რაც განსაზღვრულია ევროკავშირის პოლიტიკით.
მთავარი პრინციპი არის ის, რომ ეს მმართველობა უნდა შეიცვალოს, ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება და ჩვენ უნდა გადავიდეთ ევროპულ დღის წესრიგზე.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა და ეს იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, როდესაც ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად ახალ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.