ჩვენს პარტნიორებს არანაირი ილუზია თავად “ქართულ ოცნებასთან” და ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებით არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხისთვის კარი ღია აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას” დაამარცხებენ.
“ეს გზავნილი არის ქართველი ხალხის მიმართ, რომ ქართველი ხალხისთვის კარი ღია არის დატოვებული იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს “ქართულ ოცნებაზე” და მე ღრმად მწამს ამისი. სხვა მხრივ, ჩვენს პარტნიორებს არანაირი ილუზია თავად “ქართულ ოცნებასთან” და ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებით არ აქვთ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელშეწყობის მიზნით.