პირველად, კობახიძემ თავისი სახე გვაჩვენა 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც რუსი ჩასვა პარლამენტის სავარძელში. ამაზე მეტი რა უნდა ეჩვენებინათ ჯერ კიდევ მაშინ?! ამიტომ, მდგომარეობა სრულიად ნათელია, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კობახიძე საქართველოს ეროვნული ინტერესების მთავარი დამცველი უნდა იყოს.
“წესით, მთავრობის მეთაურს უნდა ვთხოვდეთ, რომ რაც შეიძლება საუკეთესოდ დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები და ამის ნაცვლად, ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, როგორ არ დააზიანოს გამოუსწორებლად საქართველოს ეროვნული ინტერესები.
პირველად, კობახიძემ თავისი სახე გვაჩვენა 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც რუსი ჩასვა პარლამენტის სავარძელში. ამაზე მეტი რა უნდა ეჩვენებინათ ჯერ კიდევ მაშინ?! ამიტომ, მდგომარეობა სრულიად ნათელია”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.