spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჯერ უნდა გადავხტეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ, მე ზედმეტად ოპტიმისტი ვარ, თუმცა ფრთხილი ოპტიმისტი

ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის პირველი ნაწილი, სადაც მან ისაუბრა საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებაზე, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მარცხდება, ამაზე საარჩევნო მათემატიკა მეტყველებს.

„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო პირველი ნაწილი, სადაც მან ისაუბრა საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებაზე, ჩვენს ქვეყანაში ეროვნული თანხმობის მიღწევაზე და პოლიტიკური კონსენსუსების ძიებაზე, რაც ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გზავნილია ჩვენი საზოგადოებისთვის და მობილიზება მაქსიმალური უნდა იყოს.

“ქართული ოცნება“ მარცხდება, ამაზე საარჩევნო მათემატიკა მეტყველებს და 4 ძირითადი ოპოზიციური პარტია ჯამურად, მნიშვნელოვნად უსწრებს წინ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ საბოლოოდ ეს გამარჯვება 26 ოქტომბერს დამოკიდებულია ჩვენს მობილიზაციაზე. ჯერ უნდა გადავხტეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ, მე ზედმეტად ოპტიმისტი ვარ, თუმცა ფრთხილი ოპტიმისტი“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები