კონგრესში მოსმენა დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამ ისტორიულ ბრძოლაში, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან არჩევნების მოახლოებასთან ერთად ყურადღება გაიზრდება.
“კონგრესში მოსმენა დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამ ისტორიულ ბრძოლასა და იმაში, რომ 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას დააბრუნებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იქნება არა ყურადღების შესუსტება, არამედ პირიქით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო დიდი იქნება ყურადღება აშშ-ის მხრიდან”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართა.