მომავალ საქართველოს სჭირდება საჯარო სამსახური, რომელიც პოლიტიკური ზეწოლისგან არის თავისუფალი და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ხალხი, რომლის ზურგზეც ვარდების რევოლუციის შემდეგ გადაიარა ძალიან ბევრმა რეფორმამ, – ამის შესახებ პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც დღეს ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, იგრძნონ მხარდაჭერა.
“მომავალ საქართველოს სჭირდება საჯარო სამსახური, რომელიც პოლიტიკური ზეწოლისგან არის თავისუფალი და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ხალხი, რომლის ზურგზეც ვარდების რევოლუციის შემდეგ გადაიარა ძალიან ბევრმა რეფორმამ და საჯარო სამსახურში ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ძალიან კარგად ესმის საქართველოსთვის ევროპული გზის მნიშვნელობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და დაცულობა. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც დღეს ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, იგრძნონ იმ ხალხისგან მხარდაჭერა ნამდვილად, ვინც ვაპირებთ 26 ოქტომბრის შემდეგ ვმართოთ ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა წავიყვანოთ ევროკავშირის წევრობისკენ. ყველაზე ხშირი, რაც ახლა მოდის, განსაკუთრებით, რეგიონებიდან ინფორმაცია არის პირადობის და პასპორტების გამორთმევა იმ ადამიანებისთვის, რომელთა არჩევანსაც “ქართული ოცნება” არ ენდობა და ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არ ეტაპზე, მაგალითად, დღეს თამარ კორძაიამ ამის თაობაზე ბრიფინგიც ჩაატარა, რომ მოხუცებულთა სახლში, კახეთში 31 ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები, მაგრამ ამას აქვს მეტად მასობრივი სახე და მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ არ შეძლება ვინმეს გადასცეთ თქვენი პირადობები და თუ თქვენ ამას წაგართმევენ, უნდა იცოდეთ, რომ, როდესაც მიხვალთ საარჩევნო უბანზე და ამ პირადობის მქონე ადამიანი შეეცდება ზეწოლას თქვენს მიმართ, თქვენი ხმა არის ფარული და არ შეგეშინდეთ, რომ ვინმე გაიგებს ვის მისცემთ ხმას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ შეასრულონ უკანონო დავალებები და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი თავისუფალი არჩევანი თამამად დააფიქსირონ.