spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ქართული ოცნება” ამ არჩევნებს ჩაატარებს ტრადიციული მოსყიდვით, ძალადობით, დაშინებითა და მანიპულაციით

“ქართული ოცნება” ამ არჩევნებს ჩაატარებს ტრადიციული მოსყიდვით, ძალადობით, დაშინებითა და მანიპულაციით.  ეს არის მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაშიც და ჩვენს პარტნიორებშიც საზღვარგარეთ. მაგრამ ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას” ვერ გადაარჩენს დამარცხებისგან, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების მიტაცების შემთხვევაში, აშშ-ისგან ივანიშვილის მისამართით მკვეთრი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

“ქართული ოცნება” ამ არჩევნებს ჩაატარებს ტრადიციული მოსყიდვით, ძალადობით, დაშინებითა და მანიპულაციით.  ეს არის მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაშიც და ჩვენს პარტნიორებშიც საზღვარგარეთ. მაგრამ ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას” ვერ გადაარჩენს დამარცხებისგან. თუ ივანიშვილი შეეცდება, ძალადობრივად მიიტაცოს ეს არჩევნები და შეეცადოს, დარჩეს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი ნაბიჯები იქნება გადადგმული შეერთებული შტატებიდან, მათ შორის, სანქციების კუთხითაც და ეს იქნება გარდაუვალი”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები