spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ქართული ოცნებისთვის” პოლარიზაცია არის ხელისუფლების შენარჩუნების მეთოდი

“ქართული ოცნება” აკეთებს იმავეს, რასაც 12 წელი აკეთებდა – ხლეჩს, აპირისპირებს საზოგადოებას და თესავს სიძულვილს. “ქართული ოცნებისთვის” პოლარიზაცია არის  ხელისუფლების შენარჩუნების მეთოდი, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

 

“ქართული ოცნება” აკეთებს იმავეს, რასაც 12 წელი აკეთებდა – ხლეჩს, აპირისპირებს საზოგადოებას და თესავს სიძულვილს. ამას კარგი არაფერი მოაქვს არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც თითოეული მოქალაქისთვის. როდესაც ქვეყანაში ოჯახები იხლიჩება და ოჯახის ერთი წევრი მაინც უცხოეთში უნდა წავიდეს, გამოაგზავნოს ფული და აქ დარჩენილებმა ლუკმაპური მაინც ჭამონ, ეს გახლეჩა იწყება იმ დიდი პოლარიზებით, რასაც 12 წელიწადია, “ქართული ოცნება” აკეთებს. ჩვენ ზუსტად ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი ერთიანობა. 

 

ჩვენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩამოვაყალიბეთ “ერთიანობა 5 ნომრის ქვეშ” ზუსტად იმ ნიშნით, რომ ერთიანობა არის ის, რაც უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ “ქართული ოცნების” აი, ამ გახლეჩაზე, ზიზღსა და სიძულვილზე მიმართულ კამპანიას, იმიტომ, რომ იმ ამოცანების გადაჭრა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი.

 

“ქართული ოცნებისთვის” პოლარიზაცია არის ხელისუფლების შენარჩუნების მეთოდი”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები