spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ქართულმა ოცნებამ” საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი

“ქართულმა ოცნებამ” საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პარტნიორ ქვეყნებს მძიმე ზომების გატარებისკენ აიძულებს.

“ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ევროკავშირთან – უვიზო მიმოსვლა და თუკი „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ამას დაკარგავს. არავის არ უნდა ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება, უბრალოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აიძულებს ჩვენს პარტნიორებს ასეთი ნაბიჯების გადადგმას, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, ანტიჰუმანური პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ ჩვენი ერთიანობით და რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლაც და მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი ევროკავშირისგან, მათ შორის ის 14 მილიარდიანი დახმარება, რომელიც წამოვა საქართველოსკენ, რომ აქ საქართველოში იყოს ევროპული ტიპის კეთილდღეობა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

გამოცემის ცნობით, ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა. მისი თქმით, თუ პარტია “ქართული ოცნება“ გააგრძელებს ავტორიტარულ კურსს, რეაგირების ყველა ვარიანტია შესაძლებელი, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური დროებითი შეჩერების ჩათვლით“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები