spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავარი მხარდამჭერი აშშ და ევროკავშირია

რეჟიმი ცდილობს, რომ თავს დაესხას, მათ შორის ელჩებს, იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი დასავლეთზე, ევროკავშირსა და აშშ-ზე თავდასხმისა, მაგრამ ეს პროპაგანდა არ მუშაობს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ევროპა და აშშ მათი მხარდამჭერია.

 

“რეჟიმი ცდილობს, რომ თავს დაესხას, მათ შორის ელჩებს, იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი დასავლეთზე, ევროკავშირსა და აშშ-ზე თავდასხმისა, მაგრამ ეს პროპაგანდა არ მუშაობს. ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავარი მხარდამჭერი თავისუფლების, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ევროკავშირი და აშშ არის”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, თითქოს  აშშ “გლობალური ომის პარტიაა” და ცდილობს საქართველოში რევოლუციის წახალისებას.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები