spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ვინც არ დასანქცირებულა, ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნოს ამ ძალადობრივ რუსულ რეჟიმს

მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები არის ინდივიდუალური, ეს ქვეყნისთვის მაინც დიდი ლაქაა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სანქციები ივანიშვილის რეჟიმის ქმედების საფუძველი გახდა.

 

“ნაბიჯები, რაც გადადგა ივანიშვილის ძალადობრივმა რუსულმა რეჟიმმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, გახდა საფუძველი სანქციებისა, რომლის პირველი ტრანშიც გამოცხადდა.

 

ვინც არ დასანქცირებულა, ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნოს ამ ძალადობრივ რუსულ რეჟიმს. ეს არის მთავარი გზავნილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები არის ინდივიდუალური, ეს ქვეყნისთვის მაინც დიდი ლაქაა”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები