spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზურაბ ცეცხლაძე – განსაკუთრებული დღეა  პარასკევი, რომელიც კონკრეტულად ეძღვნება პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობას

გადაწყვეტილია, რომ მარში ყოველ პარასკევს ჩავატაროთ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობასთან, – ამის შესახებ დაკავებული აქტივისტის ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარასკევის აქციები კონკრეტულად ეძღვნება პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობას.

“გადაწყვეტილია, რომ მოცემული მარში, ყოველ პარასკევს ჩავატაროთ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გვაქვს  აქციები და პროტესტი, მაგრამ განსაკუთრებული დღეა  პარასკევი, რომელიც კონკრეტულად ეძღვნება პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობას და მათი გათავისუფლების მოთხოვნას”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

19:00 საათზე დაკავებული აქტივისტების სოლიდარობის მარში გაიმართება. თავდაპირველად საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველზე გაემართებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები