spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ზვიადაური გამოკვლევების შემდეგ საპატიმროში დააბრუნეს

ოლიმპიური ჩემპიონი, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური გამოკვლევების შემდეგ საპატიმროში დააბრუნეს.

 

ზვიადაურს გამოკვლევები თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა.

 

“თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, გამოყვანილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან. დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია დამოკიდებულია კვლევის დასკვნაზე. მანამდე მას რამდენჯერმე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე და ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობაც გართულებულია. მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე. კვლევის ჩატარების შემდეგ ისევ დააბრუნეს პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები