კახეთის რეგიონში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი, მათგან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, სამივე პირი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო და სამივე მათგანს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება წინანდალში მოხდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.