spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზვიად ძიძიგური – ეს არის მარაზმი, რაც ხდება და ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, სააკაშვილის ციხეში ჯდომა იგივეა, დინამიტზე იჯდე

სააკაშვილის ციხეში ჯდომა იგივეა, დინამიტზე იჯდე, ნებისმიერი ხელისუფლებისათვის ციხეში ყავდეს პატიმარი, რომელსაც არჩევნებზე ასეთი სოლიდური რაოდენობის მხარდამჭერი ყავს, დისკომფორტია და მითუმეტეს, როდესაც სულელურ გადაწყვეტილებებს იღებ, –  ამის შესახებ “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, არასწორი გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის მიერ  ქვეყნის დისტანციურად მართვის   შედეგია. 

 

“როცა დისტანციურად მართავ ქვეყანას და ასე მართავს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას და მართავს 4 თუ 5 კაცის გემოვნების,  ჭკუისა და ინტელექტის მიხედვით, ხდება ასეთი პროცესები. ეს არის მარაზმი, რაც ხდება და ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. სააკაშვილის ციხეში ჯდომა, იგივეა დინამიტზე იჯდე. ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, ციხეში ყავდეს პატიმარი, რომელსაც არჩევნებზე ასეთი სოლიდური რაოდენობის მხარდამჭერი ყავს,  დისკომფორტია და მითუმეტეს, როდესაც სულელურ გადაწყვეტილებებს იღებ.   

 

ფაქტობრივად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უკვე ცხვირ-პირს იტეხს ქართული სახელმწიფო. ან ამ უცხოელების არშეშვება რას ნიშნავს, ვინმემ ამიხსნას. ანუ, ვმალავთ? ისეთი რამე გააფუჭეთ და ისეთი ცუდი მდგომარეობაა შექმნილი საპატიმრო ადგილზე, ამას ვმალავთ? შეუშვით ეს ევროპარლამენტარები და ნახონ თავისი თვალით, ასეთ შემთხვევაში, ამ ზედმეტ დაძაბულობას არ შევქმნით და საერთაშორისო მიმართულებითაც არ შეუქმნით ქვეყანას დამატებით პრობლემებს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 
მისი თქმით, ხელისუფლება ანგრევს ქვეყნის იმიჯს.

 

“რა გადაწყვეტილება იყო, როდესაც ერთი საპატიმროდან მეორეში გადაიყვანეს და “შუმოკი” მოასმენინეს მთელ საქართველოს?  ეს მარტო საქართველოს ხო არ მოუსმენია, ეს ხომ მთელმა მსოფლიომ მოისმინა და დაინახა. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვის ტვინში იხარშება ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები, ძალიან საინტერესოა. ამით ზიანდება არა მხოლოდ ხელისუფლება, ეს საზოგადოების უკურეაქციასაც იწვევს.  ჩვენ ხო ახლა საბჭოთა კავშირში არ ვართ, რომ რკინის ფარდით იყოს იზოლირებული ჩვენი ქვეყანა დანარჩენი სამყაროსგან? თუ კი შენ იმ სამყაროსთან ინტეგრაცია გინდა, რომელსაც აქვს თავისი თამაშის  წესები, თავისი მოთხოვნები და პირობები, ამბობ, რომ ახლა ევროკავშირის ასოცირებული წევრი ვარ, მინდა ევროკავშირის წევრობა და მერე ასეთ ნაბიჯებს დგამ, ეს რა თქმა უნდა, ანგრევს შენი ქვეყნის იმიჯს და ამას აკეთებს ხელისუფლება. აკეთებს ძალიან ბრიყვულად. 

 

გადაიღეს სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანა და შემდეგ ეს კადრები თვითონვე გაასაჯაროეს.. გონიერების ნატამალს ვერ ვხედავ იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ხელისუფლება იღებს” , – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები