რომელი იდეური ხალხით არის ახლა შეკრული “ქართული ოცნება” და რომელი მსოფლმხედველობა აერთიანებთ მათ?! მათ აერთიანებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და თუ ბიძინა დამარცხდება ბევრი მათგანი მიგვასწრებს ახალ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი უკვე დამარცხებულად არავინ არ უნდა ჩათვალოს.
“ვინმეს ბიძინა ივანიშვილი მარტივი ადამიანი არ ეგონოს. ვინმეს არ ეგონოს, რომ დამარცხებულია ის უკვე და არხეინად შეგვიძლია, ვისაუბროთ ახლა მთავრობას როგორ დავაკომპლექტებთ. ეგ დათვი ჯერ მოსაკლავია, ტყეში დარბის და მისი ტყავის გაყოფაზე საუბარი ძალიან გულუბრყვილობაა.
არსებობს პოლიტიკური კანონზომიერება, რომელიც ამბობს, რომ კომფორტში და თბილად ყოფნის მსურველი დეპუტატები, რომლებიც დამარცხდებიან, შემდეგ იქ აღარ ჩერდებიან. რომელი იდეური ხალხით არის ახლა შეკრული “ქართული ოცნება” და რომელი მსოფლმხედველობა აერთიანებთ მათ?! მათ აერთიანებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და თუ ბიძინა დამარცხდება ბევრი მათგანი მიგვასწრებს ახალ ხელისუფლებაში”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.