spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ზვიად გამსახურდიას 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა.

 

ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, რასაც ოჯახი ამ დრომდე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს.

 

დევნილი პრეზიდენტი გარდაცვალების შემდეგ, თავდაპირველად იქვე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაკრძალეს, 1994 წლის თებერვალში ქალაქ გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 28 მარტს კი პირველი პრეზიდენტის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და 2007 წლის 1 აპრილს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

 

2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები