spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზვიად ქორიძე – ეს, რასაც ვხედავთ, არ არის საპოლიციო რეჟიმი, ეს არის დიქტატურა

ეს, რასაც ვხედავთ, არ არის საპოლიციო რეჟიმი, ეს არის დიქტატურა. წლების განმავლობაში, რაც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, ეს რეჟიმი არის თავიდან ბოლომდე დიქტატურა, – ამის შესახებ  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც ხდება ბოლო 4 დღეა, რუსთაველის გამზირზე და როგორც იქცევიან პოლიციელები, ეს არის მოქალაქეების დევნა.

“ეს, რასაც ვხედავთ, არ არის საპოლიციო რეჟიმი, ეს არის დიქტატურა. წლების განმავლობაში, რაც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, ეს რეჟიმი არის თავიდან ბოლომდე დიქტატურა. ის, რაც მოხდა 26 ოქტომბერს, მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე გადავიდა შეტევაზე, დაიწყო იმით, რომ მთლიანად მიიტაცა არჩევნები და იმის შემდგომ, ყველაფერს, რასაც აკეთებს, ბუნებრივია, მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვიტა სრულიად მოაქციოს თავის ხელში ყველა ის მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო არსებობს. ის, რაც ხდება ბოლო 4 დღეა, რუსთაველის გამზირზე და როგორც იქცევიან პოლიციელები, ეს არის მოქალაქეების დევნა. “ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო იმაში, რომ საზოგადოება არ გამოუცხადებდა სათანადო პროტესტს და ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი ამ ავტორიტარიზმს ამყარებს არამხოლოდ საკუთარი წესებით, არამედ ნაკარნახევი წესებით, ისევე, როგორც ამას რუსეთი ძალიან ბევრ ქვეყანაში აკეთებდა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები