spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზვიად ქორიძე – მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ 20 ოქტომბერს მარშზე

გამოვიდეთ 20 ოქტომბერს მარშზე, ერთმანეთის მხარდაჭერაც ვიგრძნოთ და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ეს მიზანი სეზონურად არ გვაქვს, ეს არის მიზანი, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას დიდი ხანია და ამისკენ მიისწრაფვიან თაობები, –  ამის შესახებ  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ოქტომბრის მარშზე მოქალაქეებმა ერთმანეთს უნდა დაანახონ, თუ რა არის მათი სულისკვეთება.

“პირველ რიგში, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი მიზანი და ჩვენი სულისკვეთება არის ასეთი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გამოვიდეთ 20 ოქტომბერს მარშზე, ერთმანეთის მხარდაჭერაც ვიგრძნოთ და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ეს მიზანი სეზონურად არ გვაქვს, ეს არის მიზანი, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას დიდი ხანია და ამისკენ მიისწრაფვიან თაობები”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

20 ოქტომბერს, თბილისში მარში “მე ვირჩევ ევროპას” გაიმართება. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები