spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზვიად რატიანი – ახალ საზოგადოებად ქცევის პროცესში ვართ გადასული

ახალ საზოგადოებად ქცევის პროცესში ვართ გადასული, რისი იმედიც მე და არა მარტო მე ნოემბერში ჯერ კიდევ არ მქონდა და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოეტმა ზვიად რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მცირედი, რაც შეიძლება, რომ საზოგადოებამ გააკეთოს, არის პროტესტი.

“ყველაზე მცირე, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ის არის, რომ აქ ვიყოთ. მინიმუმზე მეტი ადამიანი გამოდის ყოველ დღიურად, რაც შეიძლება არ იყოს ამ რეჟიმის ჩამოსანგრევად საკმარისი არ იყოს, მაგრამ ეს, რომ არ ხდებოდეს, არაფერი სხვა არ მოხდება, არც სანქციები იქნება, არც რეჟიმის არაღიარება იქნება, არც ბიზნესმენების პროტესტი. არავის არ სურს, თავი შესწიროს იმ გადაბერებულ პიტეკანტროს, რომელსაც არავინ ადარდებს ოჯახის გარდა.

მათ აქვთ კრიმინალების ბანდა, გარყვნილების ბანდა, რომელიც განგრენასავით მოედო ამ ქვეყანას.

ახალ საზოგადოებად ქცევის პროცესში ვართ გადასული, რისი იმედიც მე და არა მარტო მე ნოემბერში ჯერ კიდევ არ მქონდა და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ეს არა მარტო ამათ მოსაშორებლადაა კარგი, არამედ ჩვენთვის, მერე რომ ვეღარავინ გაგვიბედოს და უარესი არ დაგვემართოს”, – განაცხადა ზვიად რატიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები