spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზვიად შალამბერიძე – გთხოვთ დღეს მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან

იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა, ინფრასტრუქტურა ზიანდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემებია შექმნილი. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.  

 

ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი. აქედან, 333 არის კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი და 19 ბიზნეს ობიექტი და სხვა.  

 

“მეოთხე დღეა, გრძელდება სტიქია იმერეთის რეგიონში. დღეისათვის ჩვენ, სამწუხაროდ, 600-მდე შენობა გვაქვს დაზიანებული რეგიონის მასშტაბით. ამ ეტაპზე არ მიეწოდება 150-მდე სოფელს ელექტროენერგია, გვაქვს პრობლემები გაზის და წყლის მიწოდების კუთხითაც, თუმცა 24 საათის განმავლობაში, როგორც აქამდე ახლაც მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები პრობლემების აღმოფხვრაზე და რაც შესაძლებელია მოკლე დროში ვახორციელებთ ყველა სახის სამუშაოებს. 

 

აქვე, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის მოსახლეობას და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ  ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავი არის გადახდილი და არის იმის საშიშროება, რომ წარმოიქმნეს ხანძრები. გთხოვთ გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

 

რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი ხაზი და მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში შეუძლია არსებული პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები