spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზვიად შალამბერიძე – წინა ხაზზე აყენებენ ბავშვებს, რომელთა ემოციებზეც აქვთ ზეგავლენა

წინა ხაზზე აყენებენ ბავშვებს, რომელთა ემოციებზეც აქვთ ზეგავლენა. არა მარტო აყენებენ წინა ხაზზე, არამედ ასროლინებენ ჩვენი პოლიციელების მისამართით რაღაც ნივთებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანი მობილიზებული უნდა იყოს მომავალი თაობის დაცვაზე.

“შევიდა ერთი ყმაწვილი სკოლაში და გამოიყვანა ბავშვები, ჩაშალა სასწავლო პროცესი. ის, რომ ამის წახალისება ხდება ქვეყანაში და ეს საქციელი ბევრისთვის, მათ შორის, პრეზიდენტისთვის მოსაწონია, კატასტროფაა.

ყველა ადამიანი, ყველა მშობელი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა აი, ამ პოლიტიკური ბატალიებისგან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაგრამ ვხედავთ, რომ კი არ იცავენ, წინა ხაზზე აყენებენ ბავშვებს, რომელთა ემოციებზეც აქვთ ზეგავლენა. არა მარტო აყენებენ წინა ხაზზე, არამედ ასროლინებენ ჩვენი პოლიციელების მისამართით რაღაც ნივთებს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ “იმედის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები