იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ტურიზმის კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სამომავლო გეგმები იყო, რომლის განხორციელებაც ქუთაისსა და იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცენტრალური ხელისუფლების აქტიური ჩართულობით იგეგმება.
ევროკავშირის პროექტის – “საპილოტე რეგიონებში ინტეგრირებული განვითარების პროგრამა” ფარლებში ორი წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონისთვის 69 მილიონია განსაზღვრული.
სახელმწიფო რწმუნებულმა და ქუთაისის მერმა ქალაქისა და რეგიონის მასშტაბით დაგეგმილ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიება “DMO იმერეთის” ორგანიზებით ჩატარდა.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა ვანის არქეოლოგიური მუზეუმში გაიმართა, სადაც მუზეუმის ტურიც მოეწყო.