მმართველი პარტიის წევრები გავიდნენ და ნახონ ქალაქში როგორ მუშაობს ბიზნესი, როგორი ფასებია, შეეხო თუ არა ვინმეს ის 11%-იანი ეკონომიკური ზრდა იანვარში?, – ამის შესახებ ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ მოქალაქეზე არამოგებიანია ასეთი ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი.
“ნებისმიერ მოქალაქეზე ასეთი ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ყოველთვის არამოგებიანია და მით უმეტეს, ბიზნესისთვის იმიტომ, რომ ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია, ცოცხლობს, ვითარდება. არ იქნება სტაბილური ვითარება და იქნება პოლიტიკური კრიზისი? მაშინ ყოველთვის იქნება დიდი კითხვის ნიშანი შენი განვითარების.
ფურცელზე რას დავწერთ ერთია და რეალობა მეორე. მმართველი პარტიის წევრები გავიდნენ და ნახონ ქალაქში როგორ მუშაობს ბიზნესი და რა არის ბიზნესისთვის საჭირო, როგორი ფასებია, შეეხო თუ არა ვინმეს ის 11%-იანი ეკონომიკური ზრდა იანვარში? გამორიცხულია იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვიცით, როგორი ვითარებაც არის ქვეყანაში”, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.