ნებისმიერი სანქცია, მსუბუქი სანქციაც კი არის კატასტროფულად დამაზიანებელი ბიზნესგარემოსთვის, – ამის შესახებ ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ამ სტატუს-კვოთი დარჩება ქვეყანა.
“თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ამ სტატუს-კვოთი დავრჩებით, რომ ხალხი მოითხოვს ახალ არჩევნებს და ხელისუფლება იქნება წინააღმდეგი, მერწმუნეთ, ეს არცერთ მხარეს სიკეთეს არ მოუტანს.
პრაქტიკულად, ყველა დასანქცირებული ვართ, იმიტომ, რომ ქვეყნის სახე და იმიჯი არის ნულთან გათანაბრებული, როდესაც შენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან სანქციების ქვეშ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მაგნიტსკის აქტის მიხედვით იქნება დასანქცირებული, თუ უფრო მსუბუქი სანქციით. ნებისმიერი სანქცია, მსუბუქი სანქციაც კი არის კატასტროფულად დამაზიანებელი ბიზნესგარემოსთვის”, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს წევრები ეკონომიკის განვითარებასა და შუა დერეფნის პერსპექტივებზე მსჯელობენ.