ამინდის პროგნოზი

"ვისთან ერთად ზეიმობთ? რას? რატომ?"

 
10 May, 2016   10 თვის 1 კვირის წინ
 
2223

რა ირონიულია... ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობს სახელმწიფო, რომლის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები ტერორიზმსა და ფაშიზმზეა დამყარებული. 

ეს არის მოსკოვი. დღეს ოცდამეერთე საუკუნეა! 

რა ახარებს ამ ხალხს? მათი უმრავლესობა თავიანთი ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი და ამომრჩეველია! 

#ზომბილენდი 

არაფერია საამაყო, არაფერია სასიხარულო, ეს დღე იმ დაღუპული გმირების დატირების დღეა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, არ იბრძოდნენ იმისთვის, რადაც იქცა ეს სახელმწიფო! 

საქართველოს სირცხვილია ამ დღის უქმედ გამოცხადება! საქართველოს სირცხვილია ის ქართველები, რომლებიც ყოველ წელს 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამოდიან ჩოხაახალუხით, „გეორგიევსკის ლენტებით“, საქართველოს, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური დროშებით აღჭურვილები. ახალგაზრდა, რომელიც მოსკოვის ცენტრში ქართულ ეროვნულ ტანისამოსშია გამოწყობილი, რომელსაც უჭირავს საქართველოს დროშა და ოკუპანტი სახელმწიფოს შუაგულში ოკუპანტების მიწაზე ოკუპაციასა და ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობს. ეს ახალგაზრდა საქართველოს სახელით რუსულ პოზიციებს ამყარებს. ეს ახალგაზრდა და სხვა მრავალი იქ მყოფი, დღეს საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციას ახდენს. ქართველებო, თქვენ ქართული დროშით მოსკოვში ჩემი ქვეყნის დაშლას აკანონებთ. 

 

რას ზეიმობთ „ქართველებო“? 9 აპრილს? 92-ს?  რა გიხარიათ? ალბათ ის, რომ 2008 წელს დიდმა რუსეთმა თქვენი სამშობლო დაშალა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. თქვენმა წინაპრებმა, რომლებითაც თქვენ ასე ამაყობთ, შეინარჩუნეს და გადაარჩინეს მონსტრი, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში ოკუპაციის, ტერორიზმისა და დამპყრობლური პოლიტიკის გარდა არაფერს აჩვენებს მსოფლიოს. 

მადლობას უხდით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებმაც მაშინ დამონებულებმა, მშივრებმა და განწირულებმა „ფაშიზმზე გამარჯვება“ მოიპოვეს? ის მოვლენები მხოლოდ წარსულია და მეტი არაფერი! რეალობა კი მკაფიოდ განსხვავებულია. დღეს ყველაფერი პირიქით არის. დღეს რუსეთია- ფაშისტი, დამპყრობელი, „ტერორიზმის ლაბორატორია“ და ოკუპანტი! დღეს გერმანია ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, საღი პოლიტიკის მატარებელი და თავისუფალი მოქალაქეების სახელმწიფოა. დღეს გერმანიას უნდა მივბაძოთ და არა საბჭოთა კავშირის ნარჩენებს. 

მე დღეს ვერ ვცხოვრობ ჩემს სახლში, მე მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, მენატრება ჩემი მშობლიური მხარე, მე არ უნდა ვცხოვრობდე დღეს თბილისში, ჩემი ადგილი სოხუმშია! ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები? ვისთან ერთად ზეიმობთ? რას? რატომ? 

უამრავი კითხვა მიჩნდება. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში მცხოვრები ქართველების ნაწილის გარდა ამ დღეს აქტიურად აღნიშნავენ საქართველოშიც! თბილისი, გორი და უამრავი სხვა ქალაქი 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობს. ზეიმობენ ფაშისტური სახელმწიფოს სიმბოლიკითა და დროშებით ხელში. ადამიანებო, რუსეთმა ჩვენ გაგვანადგურა! მომიტევეთ ეს ტკივილნარევი მოსაზრება ქართველებო, მაგრამ #კომუნიზმი #ფაშიზმი #ტერორიზმი #ოკუპაცია- ეს დღევანდელი რუსეთია! ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ სირცხვილის ნაწილი.

 

 

 

ახალი ამბების სააგენტო “Front News”

დიმიტრი ახალაია

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა