ამინდის პროგნოზი

"ქართული ოცნება" მაღალი რისკის ზონაში შევიდა"

 
14 July, 2016   8 თვის 1 კვირის წინ
 
1622

"ქართული ოცნების" ახალ სახეებზე საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ისინი განწირული არიან ოპონენტებთან, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" ახალ სახეებთან დებატებისთვის, რისთვისაც, ხუხაშვილის აზრით, მათ გამოცდილება არ აქვთ.

შესაბამისად, მისი აზრით, ასეთი ადამიანების ფრონტის წინა ხაზზე გაშვება დიდი შეცდომაა. გარდა ამისა, ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ სიახლით "ოცნების" ძველი წევრები უკმაყოფილოები დარჩებიან, რადგან იფიქრებენ, რომ მათ ღვაწლი არ დაუფასეს და ახალმოსულები უფრო წინ დააყენეს.

მოგეხსენებათ, პარტიის ახალი სახეები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე. პრემიერმა საზოგადოებას ისინი გუშინ საგურამოში წარუდგინა.

გია ხუხაშვილი: ამ ხალხზე ნორმალური შთაბეჭდილება მაქვს, პერპექტიული ახალგაზრდები არიან და მინდა, წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება იმას, თუ რა შეცვალა ამან, ვფიქრობ, რომ არაფერიც არ შეცვალა, პირიქით, გარკვეული რისკები გააჩინა.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე, როცა წინასაარჩევნო კამპანია ცხელ ფაზაშია გადასული, ფრონტის წინა ხაზზე ისეთი ადამიანების გამოყვანა, რომელთაც საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის გამოცდილება არ აქვთ და მათი ცნობადობის ხარისხიც ძალიან დაბალია, არასწორია.

ერთჯერადი პიარისათვის ეს შეიძლება, რაღაც იყოს, მაგრამ სისტემურად ძალიან პრობლემატური შეიძლება გახდეს. "ქართული ოცნება" მაღალი რისკის ზონაში შევიდა.

"რეზონანსი": რას გულისხმობთ?

გ.ხ: ამ ადამიანებს, რომელთაც საჯარო სივრცესთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ და დებატები ძალიან გამოცდილ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან მოუწევთ, ორი გზა დარჩებათ - ან არაფერი უნდა თქვან და დებატებს წააგებენ, ან ე.წ. კოღუაშვილის სინდრომით დაავადდნენ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც "ქართული ოცნებისათვის" საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა.

ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის პოლიტიკაში მოღვაწეობის პირველი ეტაპი ცნობადობის გაზრდაა. ასეთ მოკლე ვადაში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. "ქართული ოცნების" კეთილი სურვილები გასაგებია, მაგრამ პოლიტტექნოლოგიურად აბსოლუტურად უხარისხო და ალოგიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

პროცესი შეიძლება ასე განვითარდეს - საჯარო სივრცეში პირველივე წარუმატებელი გამოჩენის შემდეგ ამ ადამიანებს ისევ "ქართული ოცნების" ძველი სახეები ჩაანაცვლებენ და დებატების ფრონტზე კვლავ ისინი შემოვლენ.

ყველაფერი ფარდობითობით იზომება. ცნობადობის ხარისხითა და დებატების უნარით "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ახალი სახეების შედარებაც კი არ შეიძლება. იქ ამ მიმართულებით ყველა ძალიან გამოცდილია. აქ კი ასე არაა. როცა ტატამზე ვიღაც გაგყავს, მეტოქესთან თანაბარი შესაძლებლობები ხომ უნდა ჰქონდეს?

"რ": არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც "ოცნების" ახალი სახეების უპირატესობაზე მიუთითებს?

გ.ხ: მათი ერთადერთი კოზირი ისაა, რომ ხელისულების წარმომადგენლები არიან და მათ კისერზე სისხლიანი 9 წელი არ არის. დანარჩენი პარამეტრებით კი "ნაცმოძრაობის" ახალ სახეებთან სუფთად აგებენ. ესაა პრობლემა და ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებაში" ამ თემას ძალიან ზედაპირულად უდგებიან.

რა თქმა უნდა, ამ სახეების გამოჩენა შეეძლოთ, მაგრამ მანამდე მათ ბრენდირებაზე, ცნობადობის ამაღლებაზე უნდა ემუშავათ. ეს სამუშაო 7-8 თვის წინ უნდა დაწყებულიყო, რათა დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებს რაღაც ტიპის ცნობადობა მაინც ჰქონოდათ, საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის ოდნავი პრაქტიკა მაინც შეეძინათ. ახლა მათ არსაიდან ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლაში გასვლა უწევთ. ადამიანს თოფის ჭერა თუ არ ასწავლე და სროლაში არ ავარჯიშე, ბუნებრივია, გაუჭირდება.

"რ": ამ ყველაფერზე ალბათ "ოცნებაშიც" იფიქრეს და, ამის მიუხედავად, მაინც რომ წარმოადგინეს, რა გათვლა აქვთ, თქვენი აზრით?

გ.ხ: არ მგონია, რომ ამ პარტიაში არის ვიღაცა, ვინც ამ ყველაფერს ითვლიდა. ეს რომ გაეთვალათ, ასე არ მოიქცეოდნენ და მთელ ამ "სპეცოპერაციას" ცოტა ხარისხიანად ჩაატარებდნენ.

"რ": ანუ, რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა პარტიის ხელმძღვანელობას ამ ადამიანების წარმოდგენისას?

გ.ხ: არაფერი. უბრალოდ, არ გაუთვლიათ. პრობლემაც ესაა - "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანების დეფიციტია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთი ადამიანები მონაწილეობენ, რომელთაც ელემენტარული რაღაცებიც კი არ ესმით. ესაა ძირითადი პრობლემა.

გარდა ამისაა, პრობლემაა თავად "ოცნების" შიგნით შესაძლო დაძაბულობაც. ამ პარტიაში ათასობით ადამიანი ელოდა კარიერულ წინსვლას. ხშირ შემთხვევაში უანგაროდ მუშაობდნენ, ფიქრობდნენ, რომ იბრძოდნენ და ა.შ. ახლა კი ქუჩიდან ვიღაც მოუყვანეს, რომლებსაც არც ბრძოლაში მიუღიათ მონაწილეობა და არც პარტიული მოღვაწეობა ჰქონიათ და ფაქტობრივად ძველებს თავზე დაასხეს. ბუნებრივია, ეს "ოცნების" შიგნით უკმაყოფილების ტალღას გამოიწვევს.

"რ": დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე უკვე დიდი ხანია, საუბრობს ამაზე და ფიქრობთ, რომ მის აზრს ბევრი იზიარებს?

გ.ხ: რა თქმა უნდა. ნიშნიანიძეს თავი დავანებოთ, ის გუშინდელი დღეა. მე ახალგაზრდებზე ვსაუბრობ. "ქართულ ოცნებაში" ბევრი ახალგაზრდაა ისეთი, ვისაც კარგი განათლება აქვს, პარტიასაც ემსახურა, დეპუტატობაზეც ოცნებობდა, კარიერული წინსვლა უნდოდა და ამ დროს გარედან, არაპარტიული ვიღაცები მოიყვანეს და თავზე დაასხეს. ვის მოეწონება ეს? ისინი "ქართულ ოცნებაში" პერსპექტივას ვეღარ დაინახავენ, სკეპტიციზმი გაიზრდება და ეს პარტიაში რყევებს გამოიწვევს.

ძალიან ვწუხვარ, რომ "ოცნებაში" სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება და იქ ძალიან ზედაპირული, მექანიკური გადაწყვეტილებები მიიღება - ერთჯდერად, უხარისხო პიარზე აწყობილი. რა იყო ეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეკრება? ოფისიდან ვერ წარმოადგენდნენ? თუ სააკაშვილის დიდგორს უპასუხეს? ახლა ჩვენ დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძე უნდა ვაჭიდაოთ? ეს ძალიან ბანალური, დაბალინტელექტუალური და უხარისხო გათვლები მე პირადად ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს.

 

 

 

"რეზონანსი"

 

"ეს დეპუტატები მეუბნებიან, ტელეფონზე ვერ გეტყვი, შეგხვდები, იქ დაგელაპარაკებიო, თვითონ აქვთ განცდა, რომ ისმინებიან“

 
23 March, 2017
 
366
 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

 
03 February, 2017
 
119
 

"ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის"

 
02 February, 2017
 
159
 

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ იყოს გარკვეული ლობირებული თემებიც ქვედა დონეებზე“

 
17 January, 2017
 
752
 

"რით დაგვემუქრა რუსეთი და როგორ გვაიძულა, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც ვერ გაგვაკეთებინა წლების განმავლობაში"

 
11 January, 2017
 
2234
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა