ამინდის პროგნოზი

აფხაზეთში დაღუპულ 17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ

 
15 September, 2016   5 თვის 2 დღის და წინ
 
169

აფხაზეთში დაღუპული კიდევ 17 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დრო დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, 15:00 საათზე კი მებრძოლებს ძმათა სასაფლაზე დაკრძალავენ.

სამგლოვიარო ცერემონოას ქვეყნის პირველი პირები და მთავრობის წევრები დაესწრებიან.  2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. სამარხები გაიხსნა სოფელ გუმისთაში, სოფელ კოჩარაში, სოფელ ვარჩეში, ოდიშსა და კუკიის სასაფლაოზე.

სამარხების გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ამ დრომდე, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი. დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა