ამინდის პროგნოზი

კვირიკაშვილის, სააკაშვილის, შევარდნაძისა და გამსახურდიას წარმატებები და შეცდომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში

 
08 December, 2016   2 თვის 2 კვირის წინ
 
962

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის თემა უმნიშვნელოვანესი საკითხია იმ დროსაც, როდესაც ჩვენს სრულ უმრავლესობაზე პირდაპირ შეიძლება არც აისახოს. ეს არის ევროპის ქვეყნების ხედვა, თუ როგორ აღიქვამს ჩვენს სახელმწიფოს და რამდენად ცნობს ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეებს.

"სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ისტორიული არჩევანისა, დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში ამის საფუძველი ჩაყარა პრეზიდენტმა გამსახურდიამ; კონცეფციის ფუნქცია მისცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, მრავალი ინსტრუმენტით. ინსტიტუციური განვითარებით  შეავსო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და დააგვირგვინა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

თავის დროზე, თითოეულმა ადამიანმა ხელი შეუწყო და ამავდროულად შეუშალა ამ პროცესს. შევარდნაძის მიერ კონცეფციის განსაზღვრა, საერთაშორისო პროექტების, კომუნიკაციების და ა.შ. პროცესს ხელი შეუშალა მისსავე დროს  არსებულმა კორუფციამ და ინსტიტუციურმა განუვითარებლობამ;

ინსტიტუციური განვითარება მოახერხა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მან ბევრად მაღალ რანგში აიყვანა საქართველო, როგორც სახელმწიფო და ევროპულ სახელმწიფოებს შორის თანაბარ რანგში ჩააყენა, თუმცა, თავადვე ხელი შეუშალა ამ პროცესის დინამიკას, იმ დიქტატითა და სახელმწიფო ტერორით, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შექმნა ქვეყანაში.

დემოკრატიზაციის და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე ორიენტირის წყალობით, ინსტიტუციებში პოლიტიზირების შემცირებისა და ძალადობის მკვეთრი შემცირების წყალობით, პრემიერმა ივანიშვილმა, შემდეგ ღარიბაშვილმა და ბოლოს, კვირიკაშვილმა ეს პროცესი წარმატებით დაასრულეს.

დღეს, საქართველო დაბალი რანგის მოთხოვნებით კი აღარ იზომება, ანუ რა იყო უფრო უარეს შემთხვევაში, არამედ რა უნდა იყოს უფრო უკეთესის შემთხვევაში. ამ მხრივ, სახელმწიფო პოზიტიურ სასტარტო პირობებშია, თუმცა, დღეს უკვე კამათს იწვევს დღევანდელი ხელისუფლების არჩევნების შემდგომ შეცვლილი სახელმწიფო პოლიტიკა და საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ურთიერთობა; უკვე ჩნდება უსიამოვნო წინაპირობები, რომელიც ქმნის რისკს, რომ როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც არ მოხდეს წინ წაწეული პროცესების დაზიანება ხელისუფლების შეცდომების გამო. 

ამის ერთადერთი თავის დაზღვევა არის მეტი სიფხიზლე ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოების მხრიდან და პოლიტიკური სპექტრის მხრიდან; 2016 წელს ხელახლა არჩეული ხელისუფლება უკვე რამდენადმე ქმნის რისკებს, რომ წინამორბედი ხელისუფლებასავით არ გადავიდეს მოქალაქეების უარყოფისა და ძალადობის რეჟიმში, რაც ევროპასთან ინტეგრაციის პროცესსაც შეუშლის ხელს, რადგან მსგავსი პროცესები მკვეთრად დააზიანებს სახელმწიფოს", - აცხადებს გამზარდია.

 

"გაუგებარია, როდესაც ასე ნათლად ჩნდება ეჭვები, რატომ არ ჰკითხავს პროკურატურა მეუფე პეტრეს მინიმუმ მოწმის სახით"

 
23 February, 2017
 
752
 

"არასდროს არავისთვის შემითანხმებია ჩემი ქცევა და არც შევუთანხმებ, რაც მიმაჩნია სწორად, იმას ვაკეთებ"

 
19 February, 2017
 
500
 

"2015 წლის შემდეგ მკვეთრად შელახული მედიაგარემო მიქმნის ვალდებულებას, მხარი დავუჭირო "რუსთავი 2"-ის აქციას"

 
19 February, 2017
 
424
 

არჩილ გამზარდია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

 
17 February, 2017
 
207
 

"პრემიერი პრაქტიკულად პირდაპირ არ უნდა აცხადებდეს, რომ ჯიბეში უნდა ჩაისვას ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებელი"

 
09 February, 2017
 
239
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა