ამინდის პროგნოზი

"ფიცს ვდებ ქვეყნის და ამ ბიჭების ოჯახების წინაშე, დავადგენ ყველა გარემოებას, რაც შეგნებულად ბურუსით მოცულია პროკურატურის მიერ"

 
31 December, 2016   3 კვირის 1 დღის და წინ
 
4593

კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა მისთვის გამოტანილ განაჩენს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებიდან სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

"2016 წლის 26 დეკემბერს, თბილისის საქალქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება და მიუხედავად მტკიცებულელების არ არსებობისა, დადგენილად მიიჩნია დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობის მცდელობა. 

თუ ჩემი პოლიტიკური, უდანაშაულო ტუსაღობა ჩემს ქვეყანას სჭირდება, ეს არის ყველაზე მარტივი რაც შემიძლია გავცე მისდა სასიკეთოდ...  ისე მიცხოვრია არც ერთი წამითაც კი არ დავფიქრებულვარ დამეთმო თუ არა ჩემი სიცოცხლე ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. არც პოლიტიკური განცხადებების გავრცელება მიმაჩნია მეომარი, სამხედრო პირისათვის ღირსეულ საქციელად, ამიტომაც ვიყავი ძალიან ჩუმად და ველოდებოდი ქართული სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას... რაშიც შევცდი უკვე მეორედ!!!

ბატონ შოთაძის განცხადებამ აღძრა ჩემში ვალდებულება მიმემართა განცხადებით ყველა დაინტერესებული პირისადმი, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა და ვინც იცის რაოდენ მძიმეა შეგილახონ პატივი და ღირსება, მაშინ როცა ჩემი მთავარი იდეა და მიზანი გახლდათ სწორედ ქართველი მოსახლეობის დაცვა მომხვდურისაგან!!! 

მოსამართლე იმსახურებს იმაზე მეტ კრიტიკას, ვიდრე პროკურორმა განაცხადა, რადგან ცდუნებას ვერ გაუძლო და გაალამაზა წარდგენილი ბრალი, ისე შეფუთა საკუთარი გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ მის პროფესიონალიზმს და კარიერას ავნო!!!!  ბატონო პროკურორო, მინდა შეგახსენოთ თქვენივე ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთული ბახუტოვის საქმის შედეგები!!! 

ცხოვრების შეგნებული ნაწილი ვიცავდი ქართულ მიწა-წყალს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვემიჯნებოდი პოლიტიკას, პატივს ვცემდი იმ კურსს, რა კურსითაც ვითარდებოდა ქართული სახელმწიფო... ჩემთვის უთქმელად, მივყვებოდი იმ იდეების განხორციელებას, რასაც საქართველოს ოკუპანტებისა და მტრებისაგან განთავისუფლება, საქართველოს გამთლიანება ჰქვია. მიუხედავად არაერთი სარგებლიანი შემოთავაზებისა, არ გამიყიდია არც ქვეყანა და არც იდეები. უსიტყვოდ ვემსახურებოდი სამშობლოს, რადგან, (არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის) "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ასე არის და იქნება.... 1993 წლის ავბედით რეალობაში, როდესაც ქართულმა შენაერთებმა დატოვეს აფხაზეთის მიწა, გამოსვლამდე გავყურებდი ზღვას და დავიფიცე, რომ ჩემს გაგრაში ჩასვლამდე არასოდეს შევიდოდი ზღვაში, ფიცი დავიცავი, რადგან გაგრამდე ძალიან შორია... ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ ის ახალგაზრდები, რომელთა მკვლელობასაც ასე ცდილობენ დამაბრალონ, იყვნენ ქვეყნის მოღალატეები. 

მივმართავ სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თვალყურს ადევნებს მოცემულ საქმეს, იმის დადგენა იყვნენ თუ არა მოღალატეები დავით ცინდელიანი  და პაატა ქარდავა, არიან თუ არა ისინი ნამდვილად მოკლულები, იქცა ჩემი- პოლკოვნიკ რომან შამათავას ღირსების საქმედ!!! ფიცს ვდებ ქვეყნისა და ამ ბიჭების  ოჯახის წევრთა წინაშე, რომ მე პირადად, მას შემდეგ, რაც დავტოვებ ამ საპატიმროს სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს დავადგენ ყველა გარემოებას, რაც შეგნებულად ბურუსით მოცულია საქართველოს პროკურატურის მიერ...  მხოლოდ ჩემი პიროვნული პატივისა და ღირსების აღგენას არ ემსახურება ჩემი ფიცი, არამედ არც იმას ვაპატიებ ვინმეს, რომ ქართველ ბიჭებს მოღალატის დაღი დაასვეს.

მე, როგორც სამხედრო ვემიჯნები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს მიუკერძოებლობის დაკნინებას, რადგან ჩვენ-მეომრები, სამხედრო ფორმაში კამუფლირებული ადამიანები, არ ვღვრით სისხლს იმისათვის, რომ პოლიტიკური სავარძლებში თბილად მოკალათებულნი "ძლიერნი ამა ქვეყნისანნი" წყვეტდნენ სწორედ პირადი შურისძიების მოტივით, ვის რა განაჩენი გამოუტანოს ქართულმა სასამართლომ "საქართველოს სახელით".  არ დაგვავიწყდეს ადამიანებს, ჩვენ ვართ მოკვდავნი, ხოლო უმაღლესი მსაჯული არის მხოლოდ ღმერთი!!!

ვდგავართ 2017 წლის მიჯნაზე, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალი წლის შემობრძანებას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეული ქართველისათვის, აკმაროს ღმერთმა ქართველ დედებს ძაძებში შემოსვა. საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება ყოფილიყოს უფლის დიდი საჩუქარი და ჩვენი ეროვნული გაერთიანებისა და შერიგების საფუძველი. მშვიდობიან და ბედნიერ, წელიწადს გისურვებთ!!!

პოლკოვნიკი რომან შამათავა, სასჯელაღსრულების #9 დაწესებულება. (მატროსოვის ქ.) 2016 წლის 28 დეკემბერი

 

"დღეს მე ვიხდი ბოდიშს რომას წინაშე - მრცხვენია, რომ ამ სათქმელის გარდა, არაფერი შემიძლია მისი ძვირფასი სიცოცხლის და თავისუფლების დასაცავად!"

 
26 December, 2016
 
1777
 

პროკურატურა რომან შამათავას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 
26 December, 2016
 
158
 

რომან შამათავას თავისუფლების რვა წლით აღკვეთა მიესაჯა

 
26 December, 2016
 
624
 

"ციხეში ვნახე, ისევ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე წუხს, დამპირდა, მკვლელს მაინც ვაგებინებ პასუხსო, მე მჯერა მისი...."

 
18 December, 2016
 
2987
 

"რუსული მხარე რომან შამათავას გადაცემას ითხოვს, ღმერთი არ გაგიწყრეთ, ვინმეს თავში ეს სისულელე არ მოგივიდეთ"

 
03 June, 2016
 
1404
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა