ამინდის პროგნოზი

"თუ გადაწყვეტთ კანონის ფორმალურად დაცვას, არც წინააღმდეგობას და არც პროტესტის გამოხატვას არ ვაპირებთ"

 
31 December, 2016   1 თვის 2 კვირის წინ
 
426

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას მიმართავს.

"მოგეხსენებათ, რომ დღეს, 21:00 საათიდან "გირჩის" ოფისში (მისამართი: თბილისი, ყაზბეგის 46) იმართება აქცია -273.

აქციის მონაწილეები ფორმალურად დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს. მიუხედავად მრავალჯერადი მომართვისა, ამ მომენტამდე თქვენი დამოკიდებულება უცნობია.

ვფიქრობთ, ტრადიციულად დღესაც გაგიჭირდებათ რაიმე გადაწყვეტილების მიღება. და მაინც, თუ გადაწყვეტთ კანონის ფორმალურად დაცვას, გვინდა იცოდეთ, რომ არც წინააღმდეგობას და არც პროტესტის გამოხატვას არ ვაპირებთ.

თქვენი სამუშაო შესრულებულია, „დამნაშავეები“ სრულყოფილად იდენტიფიცირებულნი არიან (ნიმუშად იხილეთ აქციის მონაწილის განცხადება), „დანაშაულის პროცესის“ ხილვა და თვალყურის დევნება შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და მედია საშუალებების მეშვეობით.

გთხოვთ მოიქცეთ როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ.

გისურვებთ კრიმინალებთან წარმატებულ ბრძოლას და ბედნიერ ახალ წელს!", - აღნიშნულია მიმართვაში.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა