ამინდის პროგნოზი

აშშ-დან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ვაშინგტონი დატოვეს

 
01 January, 2017   2 თვის 2 კვირის წინ
 
741

აშშ-დან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ვაშინგტონი დატოვეს. როგორც რუსული მედია რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით წერს, აშშ-დან ყველა რუსი დიპლომატი გაემგზავრა.

29 დეკემბერს თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების და ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატი გაძევების შესახებ განაცხადა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი სანქციები უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, რომლებშიც ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებს.

პერსონა "ნონ-გრატად” გამოცხადებულ რუსმა დიპლომატებს აშშ-ის ტერიტორიის დასატოვებლად 72 საათი ჰქონდათ.

ბარაკ ობამას გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავის გააძევებს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაელოდება.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა