ამინდის პროგნოზი

"არ შეიძლება მესამე სართულის პერიმეტრით მართავდე ტელევიზიას"

 
05 January, 2017   3 თვის 2 კვირის წინ
 
399

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატმა ნინო ზაუტაშვილმა პირველი არხის სანდოობაზე ისაუბრა. წამყვანის განცხადებით, მას ეს ნდობა მოპოვებული აქვს და მზად არის ის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გაუზიაროს.

კანდიდატმა გასაუბრების დროს ტელევიზიის მენეჯმენტი გააკრიტიკა. მისი აზრით, ის, რაც 30 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე  გავიდა, სამარცხვინო იყო.

"ნდობას კანონები და რეგულაციები ვერ ქმნის, ამას აკეთებენ კონკრეტული ადამიანები. მე ეს ნდობა უკვე მოპოვებული მაქვს და ამიტომ მინდა ჩემი ნდობის მთელი ეს შეგროვებული მარგალიტები გადმოვდო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბალანსზე. არ შეიძლება მესამე სართულის პერიმეტრით მართავდე ტელევიზიას. შენ უნდა იცოდე რამდენი აქვს ხელფასი დეიდა ნათელას, რომელიც უზარმაზარ სტუდიას ალაგებს. არცერთმა მენეჯერმა ეს არ იცის. 60 წელი შეგვისრულდა. როგორ ფიქრობთ, მთელი წელი ამაზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი? 25-ში უცებ ვიღაცას გაახსენდა, რომ 60 წელი გვისრულდება და უცებ გადაწყვიტეს რაღაცის გაკეთება. მე ეს ახლა რომ არ ვთქვა, ვაწყენინებ ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს, რომელმაც ტყვიების ზუზუნში გაატარა აქ ძალიან ბევრი წელი. ის ადამიანები საერთოდ არავის უხსენებია 30 დეკემბრის გადაცემაში. მე ახლა პირდაპირ ეთერში ვეუბნები ჩემს კოლეგებს და პირველ რიგში, მივმართავ მენეჯმენტს, რომ ეს იყო სამარცხვინო, რაც მოხდა 30 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მე ყველა ჩემს მეგობარს და მათ შვილებს ვუბოდიშებ ამის გამო“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის განმარტებით, მედიამ სწრაფად უნდა მიუტანოს ყველა პრობლემა მთავრობას და აჩვენოს მას სად არის სუსტი წერტილი.