ამინდის პროგნოზი

ქალაქ იზმირში ძლიერი აფეთქება მოხდა

 
05 January, 2017   1 კვირის 3 დღის და წინ
 
511

თურქეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ იზმირში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სასამართლოს შენობასთან ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი და დაშავებულია 10 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად, ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელი, ერთ-ერთი მათგანი იძებნებოდა. 

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა