ამინდის პროგნოზი

"სარწმუნოება, სიყვარული და სასოება გადაარჩენს კაცობრიობას"

 
07 January, 2017   2 თვის 2 კვირის წინ
 
209

სარწმუნოება, სიყვარული და სასოება გადაარჩენს კაცობრიობას, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა. 

პატრიარქმა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა და მრევლს მიმართა, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა გაამზადოს თავისი გული, როგორც ბეთლემის ბაგა, რათა ადამიანის გულში იშვას ქრისტე.

"დღეს ცა და ქვეყანა გამთლიანდა, ცა და ქვეყანა უგალობს უფალს. დიდება უნდა შევწიროთ უფალს, რომ ქვეყანასა ზედა მშვიდობა იყოს. სარწმუნოება, სიყვარული და სასოება გადაარჩენს კაცობრიობას. სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ. ადამიანთა შორის სათნოება, მხოლოდ ღვთის დიდების შედეგია. ყოველმა ადამიანმა უნდა გაამზადოს თავისი გული, როგორც ბეთლემის ბაგა, რომ ადამიანის გულში იშვას ქრისტე. ქრისტეს შობის დღესასწაული არის განსაკურებული, ისე შეიყვარა მამაზეციერმა ადამიანი, რომ მისთა ძე თვისი, მხოლოდ შობილი, რომელმაც იხსნა კაცობრიობა ცოდვებისგან. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს“ - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა