ამინდის პროგნოზი

იერუსალიმში სატვირთო მანქანა სამხედროების ჯგუფში შეიჭრა

 
08 January, 2017   3 თვის 1 კვირის წინ
 
446

იერუსალიმში ტერორისტი სატვირთო მანქანით ქვეითად მოსიარულეების ჯგუფში შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 15 დაშავდა. გარდაცვლილებს შორის 3 ქალი და 1 მამაკაცია.

ისრაელის პოლიციამ სატვირთოს მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, უცხოური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაჭრილია.

პოლიციამ მომხდარს ტერაქტი უწოდა.

უცხოური მედიის ცნობით, სატვირთო სამხდროების ჯგუფში მაშინ შეიჭრა, როდესაც ისინი ავტობუსიდან ჩამოვიდნენ.