ამინდის პროგნოზი

"ამ ობიექტებში არ უშვებენ ადგილობრივ მამაკაცებს და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს, ეს ძალიან მძიმე საკითხია"

 
11 January, 2017   3 თვის 1 კვირის წინ
 
213

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა, - განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

პრემიერის თქმით, ამ კუთხით პრობლემები ადრეც იყო, რაზეც ხელისუფლებამ გარკვეული ძალისხმევა გასწია, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

„მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ობიექტებში არ უშვებენ ადგილობრივ მამაკაცებს და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა, ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და ამ საქმეს კანონის კუთხით მივუდგეთ. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, ისე გაშუქდა, რომ თითქოს, მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელია, მაგრამ ამ კანონით გვაქვს საშუალება, ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს არც ერთი დასაკარგი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებითა და ამოქმედებით, მინდა, ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში მოგვარდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა ასევე თხოვნით მიმართა საკუთარ თანაშემწეს, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში. 

„თუ ეს არის რაიმე დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება იქ ადამიანების შესვლის შერჩევა, ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს კანონმდებლობას და იგივე, ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით, არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ არც ასეთი დამატებითი შემოსავალი გვინდა და არც ტურისტი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა

 
22 April, 2017
 
115
 

"მოხარული ვიქნებით, გამოვიყენოთ ეს საინვესტიციო შესაძლებლობები და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები"

 
22 April, 2017
 
99
 

"მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცალსახაა - ორი ქვეყნის მთავრობას აქვს ურყევი ნება, განავითაროს თანამშრომლობა"

 
22 April, 2017
 
100
 

"საუბარია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე"

 
22 April, 2017
 
203
 

საქართველო-ირანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შემდეგი სხდომა ზაფხულში, საქართველოში გაიმართება

 
22 April, 2017
 
86
 
ყველა მსგავსი სიახლე