ამინდის პროგნოზი

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ დღეს ბრალი წარედგინოს

 
11 January, 2017   2 თვის 1 კვირის წინ
 
385

პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე მთავარ პროკურატურას ჩვენებას აძლევს.  

"ისინი კითხულობენ კანონის მხოლოდ მეორე მუხლს, სადაც ლაპარაკია განსაკუთრებულ შემთხვევებზე, მაგრამ არ კითხულობენ და არ აქვთ წაკითხული ამავე კანონის 45-ე მუხლი, სადაც მკაფიოდ წერია, ყველაფერი რომ დამერღვია, რაც ამ კანონში მუხლებია ჩამოთვლილი, მე მეკუთვნის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. თუ მიდიან "ქრონიკა პლუსის" დახურვაზე, ესეც არის ერთი ამბავი და გამოჩნდება დღეს, მკაფიოდ მეტყვიან, თუ მედავებიან იმას, რომ ეს კანონი დავარღვიე, ამ კანონის დარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ვერცერთ შემთხვევაში ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული“,- განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ მას დღეს ბრალიც წარედგინოს.

„ამ პროკურატურის პირობებში, რომელიც არის პოლიტიკური პროკურატურა და პოლიტიკური დამკვეთების პროკურატურა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს“, - აღნიშნა კილაძემ.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა